„ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაახლოებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მიზნით „ქართული ოცნება“ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაახლოებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მიზნით „ქართული ოცნება“ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს

2025-10-14 20:51:53+04:00

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაახლოებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მიზნით „ქართული ოცნება“ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს. როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, ეს ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღების საჭირო ნაბიჯი იქნება. ამასთანავე, „ქართული ოცნება“ ცვლილებების შეტანას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონშიც აანონსებს. კერძოდ, უმრავლესობის წევრების განმარტებით, „კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ." ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კანონების გამკაცრება პროტესტში მონაწილე პირების დაშინებას ემსახურება. ეს ფაქტი სალომე ზურაბიშვილმაც შეაფასა - როგორც მან აღნიშნა, „საქართველოში არსებული ტერორი ახალ სიმაღლეებს აღწევს“. კიდევ როგორია პოლიტიკურ მხარეთა შეფასებები და რა პროგნოზი არსებობს ამასთან დაკავშირებით?