საბერძნეთში კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლების ნაწილი შრომის რეფორმების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გაიფიცა - Palitra News

საბერძნეთში კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლების ნაწილი შრომის რეფორმების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გაიფიცა

2025-10-14 15:56:35+04:00

უცხოური მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლების ნაწილი შრომის რეფორმების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გაიფიცა. მედიის ინფორმაციით, გაფიცვა, საბერძნეთის უდიდესი საჯარო და კერძო სექტორის პროფკავშირების ორგანიზებით, მიმდინარე თვეში მეორედ იმართება. შრომის უფლებებთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელსაც გაფიცულები აპროტესტებენ, დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს გაახანგრძლივონ სამუშაო საათები. მთავრობა აცხადებს, რომ კანონპროექტი შექმნის უფრო ეფექტურ და მოქნილ შრომის ბაზარს და რომ კანონპროექტი იცავს დასაქმებულებს სამსახურიდან გათავისუფლებისგან, თუ ისინი უარს იტყვიან ზეგანაკვეთურ მუშაობაზე. მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე დებატები და კენჭისყრა პარლამენტში ამ კვირაში იგეგმება.