ვერონაში ორსართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე, სამი კარაბინიერი დაიღუპა - Palitra News

ვერონაში ორსართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე, სამი კარაბინიერი დაიღუპა

2025-10-14 15:55:48+04:00

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიაში, ვერონაში ორსართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე, სამი კარაბინიერი დაიღუპა. მედიის ცნობით, კერძო სახლში, სადაც მანამდე აფეთქება მოხდა, დასახმარებლად პოლიციელები და მეხანძრე-მაშველები მივიდნენ, თუმცა აფეთქების ტალღამ შენობის ნგრევა გამოიწვია, რამაც სულ მცირე სამი კარაბინიერი იმსხვერპლა, ათეულობით ჯარისკაცი და პოლიციელი დაშავდა. პოლიციამ ორი პირი დააკავა. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები 60 წლამდე ასაკის ძმები არიან, ოჯახის მესამე წევრს კი ამ დრომდე ეძებენ.