ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა - Palitra News

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

2025-10-14 15:55:07+04:00

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები და გამოწვევები განიხილეს მათ შორის, ენერგეტიკის სფერო, რუსეთზე ზეწოლა, სანქციების მე-19 პაკეტი, გაყინული რუსული აქტივები, ევროკავშირისკენ უკრაინის გზა და თავდაცვის მხარდაჭერა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის განმარტებით კი, უკრაინის მომავალი ევროპაშია და ევროპა განაგრძობს სანქციების მე-19 პაკეტზე მუშაობას, რათა რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდეს.