მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მთავარ შეხვედრას თურქეთთან გამართავს - Palitra News

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მთავარ შეხვედრას თურქეთთან გამართავს

2025-10-14 15:53:46+04:00

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მთავარ შეხვედრას თურქეთთან გამართავს. შეხვედრა ქალაქ იზმირში გაიმართება. მატჩი საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით მესამე ადგილზეა; თურქეთი კი - 6 ქულით მეორე ადგილზე. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან მატჩზე დღეს მეორე ადგილისთვის იბრძოლებს.