„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ახალი ცვლილებების თანახმად, შეკრების მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის და გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე - Palitra News

„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ახალი ცვლილებების თანახმად, შეკრების მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის და გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე

2025-10-14 15:51:41+04:00

„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ახალი ცვლილებების თანახმად, შეკრების მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის და გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე. ასევე - სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელიც სამართალდამცავს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება განკარგულებას. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ პროტესტს არ კრძალავენ, თუმცა აქციების გამო, დანარჩენი საზოგადოებისთვის დისკომფორტის შექმნის საშუალებას არავის მისცემენ. ოპოზიციისა და არასამთავრებო ორგანიზაციების ნაწილისთვის კი აღნიშნული ცვლილები სწორედ პროტესტის ნებისმიერი ფორმის აკრძალვის მცდელობაზე მიუთითებს. „ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ - დაგაპატიმრებ“ - ვკითხულობთ მესამე სექტორის ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.