საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეუთოს თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წევრებს რამდენიმე საათში შეხვდება - რას აცხადებენ მთავრობის წარმომადგენლები - Palitra News

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეუთოს თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წევრებს რამდენიმე საათში შეხვდება - რას აცხადებენ მთავრობის წარმომადგენლები

2025-10-14 15:50:00+04:00

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეუთოს თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წევრებს რამდენიმე საათში შეხვდება. ოპოზიცია ელინა ვალტონენისგან "ქართული ოცნების" ლიგიტიმაციის არაღიარებას ითხოვს, თავად სახელისულფლებო გუნდი კი 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების დაგმობას. ითამაშებს თუ არა პოზიტიურ როლს ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობაზე? - მხარეთა პოზიციები ურთიერთსაპირისპიროა. სახელისუფლებო გუნდი მზაობას გამოთქვამს თანამშრომლობა ახალი ფურცლიდან ყოველგვარი შანტაჟისა და მუქარის გარეშე დაიწყოს, ოპოზიცია კი მიიჩნევს,რომ ხელისუფლების ცვლილების გარეშე ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება.