„ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მიზნით „ქართული ოცნება“ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს. უმრავლესობის წევრები ამ ქმედებით ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებას აანონსებენ. სახელისუფლებო გუნდი ცვლილებების შეტანას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონშიც აანონსებს. კერძოდ, უმრავლესობის წევრების განმარტებით, „კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ." ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კანონების გამკაცრება პროტესტში მონაწილე პირების დაშინებას ემსახურება. „ტერორი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს!“ - ასე ეხმარება სალომე ზურაბიშვილი დაანონსებულ ცვლილებებს.