თბილისში ბინის ქირა გაიაფდა, თუმცა უმნიშვნელოდ. ისევ „გალეთ ენდ თაგარტის“ კვლევა უნდა მოვიშველიოთ, რომლიც მიხედვითაც, 2025 წლის აგვისტოში 1 კვ.მ-ის საშუალო ქირავნობის ფასი დედაქალაქში 9.6 დოლარი იყო, 2024 წლის იმავე პერიოდში კი ასე 30 ცენტით მეტი. აღსანიშნავია, რომ უბნების მიხედვით, ბინის ქირავნობა ყველაზე ძვირი ისევ ვაკეშია, სადაც კვადრატულის ფასი 15 დოლარს აღწევს, ასე 2 დოლარით ჩამორჩება მთაწმინდის ფასები, მესამე ადგილზე სიძვირით კი საბურთალოა. ყველაზე იაფად კი ბინის დაქირავება სამგორშია შესაძლებელი, სადაც ერთი კვადრატულის ფასი 8 დოლარსაც კი ვერ აღწევს.