ისტორიული რეკორდი - 2025 წელს საქართველოს 4 მილიონ 300 ათასი უცხოელი ტურისტი ეწვია - Palitra News

ისტორიული რეკორდი - 2025 წელს საქართველოს 4 მილიონ 300 ათასი უცხოელი ტურისტი ეწვია

2025-10-14 13:47:42+04:00

ისტორიული რეკორდი - 2025 წელს საქართველოს 4 მილიონ 300 ათასი უცხოელი ტურისტი ეწვია. საუბარია იანვარ-სექტემბრის მონაცემებზე, როცა ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ კი 6 მილიონ 100 ათასი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. გასული წლის 9 თვის მონაცემებს თუ შევადარებთ, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები გაზრდილია 5,4%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა თითქმის 8%-ით. ამ მხრივ საინტერესოა წლის მესამე კვარტალი, რომელიც ზაფხულის ტურისტულ სეზონს ემთხვევა. ივლისი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ასევე რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულმა მაქსიმუმი 2 მილიონი ვიზიტი შეადგინა. აქაც ზრდა გვაქვს, გასული წლის მესამე კვარტალთან, ზუსტად 9%-ით. ტურისტული ნაკადების ზრდის ფონზე, კვლევითი ორგანიზაციები შემოსავლებთან დაკავშირებით თავის მოლოდინებს არ ცვლიან. „გალთ ენდ თაგარტის“ ყოველკვირეული მიმოხილვით, მიმდინარე წელს შემოსავლები ტურიზმიდან 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს. რაც გასულ წელთან შედარებით, უმნიშვნელოდ, 100 მილიონი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავე მიმოხილვაში ნათქვამია, რომ 2025 წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 470 მლნ დოლარი შეადგინა, ეს კი ზუსტად იმდენივეა, რაც გასული წლის ზაფხულის პერიოდში იყო. რაც შეეხება ჯამურად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 3.6 მლრდ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 2.8%-ით მეტია