აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 17 ოქტომბერს თეთრ სახლში მიიღებს - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 17 ოქტომბერს თეთრ სახლში მიიღებს

2025-10-14 12:28:18+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 17 ოქტომბერს თეთრ სახლში მიიღებს. მედიის ცნობით, შეხვედრაზე ტრამპი და ზელენსკი განიხილავენ, თუ როგორ აიძულონ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. შეხვედრასთან დაკავშირების უკრაინის პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა და განმარტა, რომ ვიზიტის მთავარი საკითხი საჰაერო თავდაცვა და შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები იქნება. უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა უკვე დონალდ ტრამპმაც დაადასტურა. აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, შესაძლოა შეხვედრის შემდეგ თეთრ სახლში ჟურნალისტებსაც უმასპინძლოს. გასულ შაბათ-კვირას აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ორი სატელეფონო საუბარი შედგა.