აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეგვიპტის პრეზიდენტმა, კატარის ამირამ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. ხელმოწერილი დოკუმენტის შესახებ სხვა დეტალები არ გახმაურებულა. სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერები სიტყვითაც გამოვიდნენ. ეგვიპტის პრეზიდენტი ისრაელელ ხალხს მოუწოდებს - ეს ისტორიული მომენტი რეგიონში ახალი თავის დასაწყისად აქციონ. ეგვიპტის პრეზიდენტის შემდეგ შეკრებილ ხალხს მიმართა თავად დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანის ლოცვას საბოლოოდ გაეცა პასუხი და მათ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევა შეძლეს.