რა მიზნით ჩამოდის ეუთოს თავმჯდომარე საქართველოში და როგორია მოლოდინები პოლიტიკურ სივრცეში?! - ოპოზიციურ პარტიებში ფიქრობენ, რომ ელინა ვალტონენის ვიზიტი საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესში, პოზიტიურ როლს ვერ ითამაშებს. მათი შეფასებით, ქვეყანა დემოკრატიულ სტანდარტებს მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებით დაუბრუნდება. მმართველ გუნდში კი “ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ თავმჯდომარის ვიზიტს მიესალმებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ დასავლეთმა პირველყოვლისა, ის მოვლენები უნდა დაგმოს, რაც საქართველოში 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე განვითარდა. ვიზიტის ფარგლებში ელინა ვალტონენი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.