პარლამენტი ცვლილებათა პაკეტის განხილვას, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობის, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებისა და არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს, უახლოეს მომავალში დაიწყებს. ცვლილებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში შედის. კანონპროექტის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიაში ისეთი პირის გაწევრიანება, რომელსაც პოლიტიკური პარტიის წევრობა აკრძალული აქვს, გამოიწვევს სისხლის სამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას. ასევე პარტიები ამგვარი პირებისგან ვერც შემოწირულებებს მიიღებენ.