საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პრაღაში “Forum 2000”-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში იღებდა მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართული ოცნება“ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული პარტიისგან ძალიან განსხვავდება. მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, პარტიაში უცვლელი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია, რომელიც გადაწყვეტილებებს რუსული ნარატივითა და ინსტრუქციებით იღებს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი
სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას, ზუსტად ისე ცდილობს, როგორც ეს რუსეთში მოხდა, ერთი დიდი განსხვავებით: ქართული სამოქალაქო საზოგადოება არ არის რუსული სამოქალაქო საზოგადოება. - დასძინა ზურაბიშვილმა.