26 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით, მორიგი საპროტესტი აქცია გაიმართება - Palitra News

26 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით, მორიგი საპროტესტი აქცია გაიმართება

2025-10-14 09:26:15+04:00

26 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით, მორიგი საპროტესტი აქცია გაიმართება. საპარლამენტო არჩევნებიდან ზუსტად 1 წლის თავზე, მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებს ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლებიც ამბობენ რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. გავრცელებული ინფორმაციით, 26 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები 19:00 საათზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი მარშით ქვეყნის პარლამენტთან გადაინაცვლებენ.