4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები კვლავ პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ 4 ოქტომბერი ბრძოლის დღე ნამდვილად იყო, თუმცა, მათივე შეფასებით, გამარჯვების დღე არ ყოფილა. ოპოზიციურ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა, საქმე ეხებოდეს ღალატს, გეგმის გამიზნულად არევასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. არსებული ვითარების ფონზე, ჯერჯერობით უცნობია, როგორია ოპოზიციის გეგმები. „ქართული ოცნების“ ოპონენტები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები იქადმდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ახალი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება. კიდევ რას ამბობენ ოპოზიციის წევრები საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით და რას პასუხობენ მათ მმართველი პარტიის ლიდერები.