ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის კონფერენცია საქართველოში იმართება - Palitra News

ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის კონფერენცია საქართველოში იმართება

2025-10-13 20:37:47+04:00

ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის კონფერენცია საქართველოში იმართება.ღონისძიებას, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე ესწრებოდა. კონფერენციაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებებიდან სხვადასხვა სარდლობისა და სამხედრო სპეციალობის წარმომადგენლები, სამხედრო და სამოქალაქო პირები მონაწილეობენ. ხუთი დღის განმავლობაში ისინი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ სამხედრო სწავლებების ორგანიზებისა და აღსრულების კუთხით, ურთიერთთანამშრომლობის მიღწევებს შეაფასებენ და მომავალი წლის გეგმებს განიხილავენ.აღნიშნული კონფერენცია, ნატოს ოპერაციების გაერთიანებული სარდლობის ეგიდით, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება. საქართველოში კონფერენცია უკვე მეორედ ტარდება.