საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ ახალი მთავრობა წარადგინა, ორი დღის შემდეგ, რაც თანამდებობაზე ხელახლა დაინიშნა. ახალი კაბინეტი როგორც საჯარო მოხელეებისგან, ისე პოლიტიკოსებისგან შედგება. მათ შორის არიან ისინიც, ვინც ლეკორნუმ გასულ კვირას, მთავრობის ფორმირების პირველი მცდელობისას მიიწვია. თანამდებობებზე დარჩენილებს შორის არიან: იუსტიციის მინისტრი, ბიუჯეტის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კონომიკისა და ფინანსთა მინისტრი. კონსერვატორები ენი ჟენევარი და რაშიდა დატი სოფლის მეურნეობისა და კულტურის მინისტრების თანამდებობებს შეინარჩუნებენ. ამასთან, პარიზის პოლიციის უფროსი, ლორან ნუნიესი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სებასტიან ლეკორნუ 10 ოქტომბერს, თანამდებობიდან გადადგომიდან ოთხი დღის შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა.