უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთზე იმ დონის ზეწოლას გამოიყენებს, როგორსაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად მიმართა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, დონალდ ტრამპთან საუბრისას აღნიშნა, რომ პუტინზე ზეწოლის მოსახდენად ორი რამ არის საჭირო – საჰაერო თავდაცვა და შორ მანძილზე მოქმედი იარაღი. აშშ-ის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ მისი მიდგომა განსხვავდება ბაიდენის ადმინისტრაციისგან იარაღის მიწოდების საკითხში. დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ უკრაინა „პატრიოტისა“ და „ტომა ჰავკის“ ტიპის რაკეტებს ითხოვს, თუმცა აქვე დასძინა, რომ „ტომა ჰავკების“ მიწოდება რუსეთთან კონსულტაციას მოითხოვს. ტრამპის თქმით, „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები შესაძლოა, მოლაპარაკების ინსტრუმენტად გამოიყენოს.