ჰამასმა ყველა ცოცხლად დარჩენილი მძევალი გაათავისუფლა. მედიის ინფორმაციით, მძევლების გადაცემა ღაზის სამხრეთ ნაწილში მოხდა. მძევლები „ჰამასმა“ ორ ეტაპად გაათავისუფლა. პირველ ეტაპზე 7 ხოლო მეორე ეტაპზე დარჩენილი 13 მძევალი. პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება დაიწყო ისარელმა. „ბიბისის“ ცნობით, 38-მა ავტობუსმა უკვე გადაკვეთა ღაზის საზღვარი. შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა სულ ტერორიზმში ბრალდებული 250 პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს, მათგან 135-ის საზღვარგარეთ დეპორტაცია მოხდება, ხოლო 14 აღმოსავლეთ იერუსალიმში, სახლში დაბრუნდება. პატიმრების გარდა, ისრაელმა ასევე უნდა გაათავისუფლოს ღაზაში დაკავებული 1700-მდე პირი, მათ შორის 22 ბავშვი. პარალელურად, ევროპელი ლიდერები „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებას ეხმაურებიან. ევროპელების განმარტებით, მძევლების გათავისუფლება დიპლომატიის დიდი წარმატება და მშვიდობისკენ მიმავალი გადამწყვეტი ეტაპია.