ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა. გავრცელებული ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე მთავრობის მაღალი დონის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. "ქართული ოცნების" წევრები ეუთო-ს თავმჯდომარის საქართველოში ჩამოსვლას მიესალმებიან, თუმცა აქვე ბრიუსელის მიმართ კრიტიკას არ მალავენ. “ვიდრე ბრიუსელი არ დაგმობს და გაემიჯნება მისგან მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, ის დარჩება ექსტრემიზმის მხარდამჭერად“. - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.