რა მოხდა 4 ოქტომბერს, რატომ არ განვითარდა რუსთაველის გამზრირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოვლენები ორგანიზატორების გეგმის მიხედვით და იყო თუ არა გეგმის ნაწილი ათონელის სასახლესთან განვითარებული პროცესები? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ითხოვენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ „4 ოქტომბერი - ბრძოლის დღე ნამდვილად იყო, მაგრამ გამარჯვების დღე არ ყოფილა“, შესაბამისად, შესაძლოა საქმე ეხებოდეს ღალატს, გეგმის არევასა და დეზინფორმაციას. არსებული ვითარების ფონზე, ახლა რას აპირებს ოპოზიცია? "ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს მანამ სანამ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნება.