რას აცხადებენ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები და აპირებს თუ არა გამოძიებასთან თანამშრომლობას პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი? - Palitra News

რას აცხადებენ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები და აპირებს თუ არა გამოძიებასთან თანამშრომლობას პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი?

2025-10-13 15:09:15+04:00

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე ციხიდან სატელეფონო ზარების, პაემნებისა და წერილების გამოგზავნის უფლების გარეშე რჩებიან. 5 ბრალდებულისთვის შეზღუდვების დაწესება გამოძიების ფარგლებში, კრიმინალურმა პოლიციამ მოითხოვა. ადვოკატებს შესაბამისი დადგენილება გადაეცათ. უფლებამდაცვლები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. კიდევ ერთი საკითხი რაც შესაძლოა გამოძიების საგანი გახდეს ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაა, რომლის თანახმადაც, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა და ამაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაც იყო. რას ამბობენ დაკავებულების ადვოკატები და აპირებს თუ არა გამოძიებასთან თანამშრომლობას პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი?