სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს დაინტერესებული მხარეებისთვის სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის პროდუქტების რეგულირების საკითხის განხილვა წარმოადგენდა. რეგულაციის სამუშაო ვერსიის თანახმად, იგეგმება მათ შორის პლასტმასის დანების, ჩანგლების, კოვზების, თეფშების, ჩხირებისა და , საწრუპების, ასევე გაფართოებული პოლის ტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების, იმპორტის და სხვა ბაზარზე განთავსების აკრძალვა. რეგულაცია ასევე შეეხება, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, რომლებიც პლასტმასისგან დამზადებულ ერთჯერად სასურსათო კონტეინერებსა და ჭიქებს მზა სურსათის მომხმარებლებისთვის მიწოდებისთვის გამოიყენებენ.