„4 ოქტომბერი - ბრძოლის დღე ნამდვილად იყო, მაგრამ გამარჯვების დღე არ ყოფილა“ - ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საუბრობენ. პარტიის წევრი ლევან სანიკიოძე ამბობს, რომ საქმე ეხება სავარაუდოდ ღალატსა და გეგმის არევას. გარდა ამისა, ნაციონალურ მოძრაობაში გამორიცავენ, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას რაიმე კავშირი აქვს. არადა ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა და ამაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაც იყო. ფორმულას ეთერში გაკეთებული ამ განცხადების გამო ჩერგოლეიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამ ყველაფრის ფონზე ოპოზიცია კვლავ დარწმუნებლია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და შეიცვლება უკიდურესად მშვიდობიანი კანონიერი, კონსტიტუციური ფორმებით.