რა ეტაპზეა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს საქმე და რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

რა ეტაპზეა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს საქმე და რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2025-10-13 12:35:49+04:00

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ. ინფორმაციას ადვოკატები ადასტურებენ. უფლებადამცველები დადგენილების მიღებისთანავე, გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. სახელმწიფო ბრალდება მათ კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.