მედია - ღაზაში გათავისუფლებული შვიდი მძევალი „წითელ ჯვარს“ გადაეცა - Palitra News

მედია - ღაზაში გათავისუფლებული შვიდი მძევალი „წითელ ჯვარს“ გადაეცა

2025-10-13 09:38:21+04:00

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) გადაეცა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გათავისუფლებულ მძევლებს შორის არიან : გალი და ზივ ბერმანები, მატან ანგრესტი, ალონ ოჰელი, ომრი მირანი, ეიტან მორი და გაი გილბოა-დალალი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მძევლებს ისრაელელ სამხედროებს გადასცემს.

შეგახსენებთ, ღაზადან სულ 20 ცოცხალი მძევალი უნდა გაათავისუფლონ.