თამარ ჩერგოლეიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს - Palitra News

თამარ ჩერგოლეიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

2025-10-13 09:11:53+04:00

ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. ჩერგოლეიშვილის თქმით, სავარაუდოდ, საქმე ეხება 4 ოქტომბრის აქციას, ასევე, მის განცხადებას, რომელიც მან თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით გააკეთა. პარტიის ლიდერი ამბობს, რომ როგორც მოწმეს მას სათქმელი არაფერი აქვს და პასუხს სასამართლოში გასცემს. დრო კი ჯერ უცნობია. თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა და ამაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაც იყო.