თელ-ავივში, „მძევლების მოედანზე“ მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ღაზადან მძევლების გათავისუფლებას ელოდებიან - Palitra News

თელ-ავივში, „მძევლების მოედანზე“ მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ღაზადან მძევლების გათავისუფლებას ელოდებიან

2025-10-13 08:51:26+04:00

თელ-ავივის “მძევლების მოედანზე” ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ღაზადან მძევლების გათავისუფლებას ელოდებიან, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მძევლებისა და დაკარგული ოჯახების ფორუმმა საზოგადოებას მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

ფორუმი მძევლების ისრაელში დაბრუნების ტრანსლაციას მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე გეგმავს.

The Times of Israel-ი წერს, რომ „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებას, სავარაუდოდ, დაახლოებით დილის 8 საათზე დაიწყებს. ღაზაში 48 მძევალი იმყოფება, აქედან ცოცხალი, სავარაუდოდ, 20 მძევალია.