პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს - Palitra News

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

2025-10-11 20:26:42+04:00

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საავტომობილო გზა გადაკეტილია.

ადგილზე მოქალაქეებს მიტანილი აქვთ სქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 318 დღეა მიმდინარეობს.