ექიმმა, გიორგი ჩახუნაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი საპატიმრო გირაოს გადახდის საფუძველზე გუშინ ღამით დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო გუშინ შეუფარდა. პოლიციამ ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი ორი დღის წინ დააკავა.
10 ოქტომბერს, გვიან ღამით, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დაკავებულ ექიმს გირაო, ხოლო მასთან ერთად სასამართლო სხდომაზე მყოფ კიდევ ერთ ბრალდებულს, გიორგი მულაძეს პატიმრობა შეუფარდა.