სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ოპოზიციური პარტიები გამოძიებას არ ენდობიან, მმართველი გუნდის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ბაჩიაშვილმა მასზე ძალადობის ინსცენირება ნამდვილად მოაწყო და ციხის თანამშრომლების მოსასყიდლად ფულადი რესურსი გამოიყენა.