"ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან აფილირებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით უახლოეს მომავალში მიმართავს. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, აქვთ მყარი არგუმენტები გვაქვს, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ბრენდის ქვეშ მოქმედი ჯგუფების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვონ. სარჩელი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მიმდინარე მოსმენებს ეყრდნობა, თუმცა უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე განვითარებულმა მოვლენებმა დამატებითი მტკიცებულებები შექმნა და გამოაჩინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ექსტრემისტული ძალაა, რომელიც ანტიკონსტიტუციური ქმედებებით ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ქართულ სახელმწიფოს.