ბაჩო ახალაია - მე როგორც უბრალო ადამიანს, პატრიოტს ძალიან მრცხვენია, რომ 4 ოქტომბერს იქ არ ვიყავი და ახლა აქ ვდგავარ - რაც შეეხება დაკავებას, რატომ უნდა გამოვრიცხო? - Palitra News

ბაჩო ახალაია - მე როგორც უბრალო ადამიანს, პატრიოტს ძალიან მრცხვენია, რომ 4 ოქტომბერს იქ არ ვიყავი და ახლა აქ ვდგავარ - რაც შეეხება დაკავებას, რატომ უნდა გამოვრიცხო?

2025-10-10 13:16:58+04:00

რატომ უნდა გამოვრიცხო,- ასე უპასუხა შსს-ს კრიმინალ დეპარტამენტში გამოკითხვაზე მისულმა ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტების კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა მის დაკავებას.

ახალაიას თქმით, მას როგორც საქართველოს პატრიოტს, სცხვენია, რომ 4 ოქტომბერს აქციაზე არ იყო.

„მე როგორც ადამიანს, როგორც ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანს, პატრიოტს ამ ქვეყნისას, ძალიან მცხვენია, რომ იქ არ ვიყავი და აქ ვდგავარ ახლა,“ - განაცხადა ბაჩო ახალიამ.