უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინას „შაჰედის“ ტიპის დრონებით შეუტია, რის შედეგადაც დედაქალაქ კიევში მდინარის მარცხენა სანაპიროზე ელექტროენერგია მთლიანად გაითიშა და სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა. დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ენერგეტიკოსები კიევში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე მუშაობენ. მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დედაქალაქში 9 ადამიანი დაშავდა. რუსებმა ზაპოროჟიესაც შეუტიეს. თავდასხმის შემდეგ დაშავებული 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.