ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქ ღაზასა და ხან იუნისში საჰაერო იერიშები მიიტანეს - Palitra News

ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქ ღაზასა და ხან იუნისში საჰაერო იერიშები მიიტანეს

2025-10-10 12:39:01+04:00

ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქ ღაზასა და ხან იუნისში საჰაერო იერიშები მიიტანეს. „ალ ჯაზირას“ ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო აქტივობას არ წყვეტს. „ჰამასი“ ღაზის სექტორის მოსახლეობას მოუწოდებს, ისრაელის თავდაცვის ძალებს არ მიუახლოვდნენ. ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გეგმა დაამტკიცა, რომელიც ძალაში 24 საათის განმავლობაში შევა. გეგმის მიხედვით, მომდევნო 72 საათის განმავლობაში „ჰამასი“ გაათავისუფლებს დარჩენილ ისრაელელ მძევალს, ასევე დაღუპულთა ცხედრებს გადასცემს. გეგმის პირველი ფაზის მიხედვით, როგორც კი ყველა მძევალი გათავისუფლდება, ისრაელი 250 პალესტინელ პატიმარს გამოუშვებს, ასევე ღაზის სექტორის 1700 მოქალაქეს, რომლებიც 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავეს.