სახელმწიფო მინისტრმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე ბაქოს დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა - Palitra News

სახელმწიფო მინისტრმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე ბაქოს დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2025-10-10 12:38:15+04:00

სახელმწიფო მინისტრმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე ბაქოს დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა . თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევასა და სამომავლო ხედვებზე. სახელმწიფო მინისტრის თქმით, მკაფიოდ ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში ყოველი გაუჩინარებულად მიჩნეული პირის მოძიება და იდენტიფიცირება, პროცესის თითოეული მონაწილის და საზოგადოდ ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარეობს.