ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაციის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კეტლინ ვან ბრემპტი, ნაჩო სანჩეს ამორი და ტობიას კრემერი. შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობისა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრები. ამ წუთებში კი მხარეებს "გახარია საქართველოსთვის" გუნდი ხვდება. მსჯელობა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხება. საქართველოში მყოფი დელეგაცია უკვე შეხვდა მესამე სექტორს. დაგეგმილია აუდიენცია, მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთანაც. ევროპარლამენტარების ნაწილის მიმართ კი - კვლავ კრიტიკულია "ქართული ოცნება". რა მისიით ჩამოვიდნენ ევროპარლამენტარები საქართველოში და როგორია პოლიტიკური შეფასებები?! დეტალებით მაგდა ბლუაშვილი შემოგვიერთდება.