თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან პოლონეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლონეთის სამ მოქალაქეს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე. უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.