თავდაცვის ყოფილი მინისტრი - ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული - რას აცხადებენ ოპოზიციურ სივრცეში - Palitra News

თავდაცვის ყოფილი მინისტრი - ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული - რას აცხადებენ ოპოზიციურ სივრცეში

2025-10-10 12:34:24+04:00

დღეს, 13:00 საათზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი - ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, ის ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით უნდა გამოიკითხოს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ბაჩო ახლაიას დაბარება “ხელისუფლების დამხობის” სცენართან არის დაკავშირებული. ინფორმაცია ახალაიას უწყებაში დაბარების შესახებ თავდაპირველად, მისმა მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა გაავრცელა. რა მოსაზრებები ვრცელდება ოპოზიციურ სივრცეში?!