სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავა. - მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით ედება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ სცენარი რუსული სპეცოპერაციის მიხედვით ვითარდება. ხელისუფლების ოპონენტები ბაჩიაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ბიძინა ივანიშვილის პირად ანგარიშსწორებას უკავშირებენ.