პოლიციამ გვიან ღამით, ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავა. მანამდე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ გიორგი ჩახუნაშვილის სახლში, რის შემდეგაც პოლიციამ ის დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავება უკავშირებდა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ექიმის, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები.