ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა - Palitra News

ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა

2025-10-09 15:50:38+04:00

ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა, - ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გადადგომის მოთხოვნის ორი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კერძოდ, „მემარცხენეების“ შუამდგომლობის წინააღმდეგ ხმა 383-მა დეპუტატმა, ხოლო „ევროპის პატრიოტების“ ჯგუფის წინადადების წინააღმდეგ ხმა 378-მა დეპუტატმა მისცა.

ორივე შუამდგომლობის ავტორები ურსულა ფონ დერ ლაიენს აშშ-თან დადებული სავაჭრო შეთანხმების გამო აკრიტიკებდნენ.

„დღეს მიღებულ მხარდაჭერას ღრმად ვაფასებ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა კენჭისყრის შემდეგ.