დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში დაწერა. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გაფორმებულ შეთანხმებას, ისრაელის პრემიერ-მინისტრის გამოემაურა და განმარტა, რომ ისრაელისთვის დიდებული დღეა და ისრაელი ყველა მძევალს სახლში დააბრუნებს. ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შარმ ელ-შეიხში, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გეგმას „ჰამასი“ დათანხმდა.