კახა კალაძე ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებაზე - ეს ადამიანები არიან „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ, ჩვენი გზავნილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რომ შევძლოთ მეგობრობა და პარტნიორობა - Palitra News

კახა კალაძე ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებაზე - ეს ადამიანები არიან „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ, ჩვენი გზავნილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რომ შევძლოთ მეგობრობა და პარტნიორობა

2025-10-09 15:40:43+04:00

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვა სურს, თუმცა მნიშვნელოვანია სახელმწიფო დეპარტამენტმა ხელისუფლების დამხობის მცდელობა დაგმოს და რეაგირება მოახდინოს, მათ შორის, რევცოლუციურ პროცესებში ჩართული ორგანიზაციების ამერიკული წყაროებიდან დაფინანსების თაობაზე. ამ ეტაპზე აშშ-ს იმხრიდან უმეტესად კრიტიკული გზავნილები ისმის. სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში მორიგ ერთობლივ განცხადებაში შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების გამო. მათი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური დიალოგის ნორმალიზების ინტერესი არ აქვს და ქვეყანაში დემოკრატიას ძირს უთხრის არა აშშ-ი, არამედ სწორედ „ქართული ოცნება“. სახელისუფლებო გუნდი აცხადებს, რომ სენატორები გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ არიან.