2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულთა წრე გაიზარდა. პროკურატურამ, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ. ამ ეტაპზე სამართალდამცველების მიერ დაკავებულები არიან როგორც ორგანიზატორები, ასევე აქციის მონაწილეები, რომელთაც უწყების ცნობით „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.