რუსეთში, რომელიც ქართული ღვინისთვის გასაღების ძირითადი ბაზარია, ქართული ღინო შესაძლოა გაძვირდეს - Palitra News

რუსეთში, რომელიც ქართული ღვინისთვის გასაღების ძირითადი ბაზარია, ქართული ღინო შესაძლოა გაძვირდეს

2025-10-09 13:57:57+04:00

რუსეთში, რომელიც ქართული ღვინისთვის გასაღების ძირითადი ბაზარია, ქართული ღინო შესაძლოა გაძვირდეს. ამ მოლოდინებს კი ქმნის რუსეთში ღვინის აქციზის გადასახადის მოსალოდნელი ზრდა, რაზეც მათი მთავრობა სექტემბრის ბოლოს ალაპარაკდა და დღგ-ს განაკვეთს ზრდასთან ერთად, ერთადერთი მიზეზი ბიუჯეტის შევსებაა. საცალო ბაზრის ექსპერტებმა უკვე დაითვალეს, რომ აქციზის გადასახადის ზრდა, ერთ ბოთლ ღვინოს 50-100 რუბლით ანუ მინიმუმ 60 ცენტით, მაქსიმუმ კი დოლარითა და 22 ცენტით გააძვირებს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, იმპორტირებულ, განსაკუთრებით კი ქართულ ღვინოზე. რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო ძირითადად ბიუჯეტურ სეგმენტში პოზიციონირებდა, აქციზის გადასახადის ზრდის შემდეგ კი მისი ფასი ბოთლზე შესაძლოა 6 დოლარიან ნიშნულს გასცდეს, რაც მასზე მოთხოვნას შეამცირებს. საბოლოო ჯამში, რუსეთში აქციზის გადასახადის ზრდა ალკოჰოლური სასმელების ყველა კატეგორიაზე ფასების ზრდას გამოიწვევს, მოგეხსენებათ, რომ ღვინო და სპირტიანი სასმელები საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტია.