საპატრულო პოლიციამ აჭარაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა - Palitra News

საპატრულო პოლიციამ აჭარაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

2025-10-09 12:35:43+04:00

საპატრულო პოლიციამ აჭარაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. ბრალდებული სასაზღვრო გამტარ პუნქტის „ბათუმის ნავსადგური“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა ის სატვირთო ავტომანქანის მისაბმელით ფარულად, უკანონოდ, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.