საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარმა სამმართველომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 42 შეკვრა "მეთადონი" ამოიღო. მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში. თბილისში ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით კი ერთი პირია დაკავებული. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 30 სხვადასხვა ზომის მინის ქილა, რომლებშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება და გამომშრალი მარიხუანა. დანაშაულები 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.